Saturday, June 26, 2010

ცხოვრება კი მიდიოდა,თუმცა სწრაფად არა,მარა მაინც..

სიცოცხლე უყვარდა,ყოველი დღე,საათი,წუთი,წამი.. უყვარდა ყველა და ყველაფერი:ხეები,ყვავილები,ფრინველები,ცხოველები,თევზები და.. ადამიანები განსაკუთრებით.. ერთი კია, მათი გაგება უჭირდა ცოტა,უკვირდა ის რომ ადამიანების ასეთი უსაზღვრო ფანტაზია,ფიქრები უმეტეს შემთხვევაში ვერ ცილდებოდა ხოლმე ფულს. ხშირად უსვამდა ხოლმე საკუთარ თავს ამ კითხვას: "რატომ არის უმეტესობა ადამიანისთვის ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ__ფული?"საერთოდ უყვარდა ხოლმე კითხვების დასმა,ზოგის პასუხს პოულობდა ზოგისას ვერა.

ცხოვრება კი მიდიოდა,თუმცა სწრაფად არა,მარა მაინც..


ძალიან უნდოდა ეპოვნა ვინმე,ვისაც ყველაფერს გაანდობდა, მოუვლიდა,ცხოვრებას შეაყვარებდა.დიდხანს იცდიდა და ბოლოს, როდესაც აღარ ელოდა, ყვითელი ავტობუსის არ იყოს,ისიც გამოჩნდა.ყველაფერი აირია,ცხოვრების ტემპი გულის ცემასთან ერთად აჩქარდა,გარშემო ყველაფერი უფრო მკვეთრი,უფრო ლამაზი გახდა.ძალიან უკვირდა როგორ ცხოვრობდა მანამ,სანამ მას შეხვდებოდა.ოცნებობდა მისთვის ყველაფერი გაეკეთებინა,ყველაფერი ეღონა იმისთვის, რომ მის სახეზე სულ ღიმილი ყოფილიყო.გიჟდებოდა მისი ღიმილის დანახვაზე,თავბრუ ეხვეოდა.

ცხოვრება კი მიდიოდა,თუმცა სწრაფად არა,მარა მაინც..

ბევრს მუშაობდა,დრო ცოტა რჩებოდა,ძალიან იღლებოდა.უფროსის მიმართ ინტერესი გაუჩნდა, ცოტა ეშინოდა, მაგრამ ეს გრძნობა გასაქანს არ აძლევდა.ერთ დღეს გაბედა და აკოცა......................
..ტრაკზე.. თავიდან მწარე გემო იგრძნო,მაგრამ მერე უკვე აღარ აწუხებდა.ხშირად აწინაურებდნენ,ხელფასიც იზრდებოდა,ზაფხულს ზღვაზე ისვენებდნენ ბავშვებთან ერთად,ზამთარს კი მთაში ატარებდნენ.

ცხოვრება კი მიდიოდა,თუმცა სწრაფად არა,მარა მაინც..

თითქოს ყველაფერი კარგად იყო.ერთ დღეს კი გაიგო, რომ ის ღალატობდა.ხალხი აფორიაქდა.ასეთი სამაგალითო ქმარი,მამა ადამიანი."მეტი რა უნდოდა ქალბატონს?"თვითონაც გაიკვირვებდა ხოლმე:"მე ხომ ყველაფერს ვაკეთებდი მისთვის?"თუმცა ღამე ძველი ჩვევა არ ასვენებდა,ბევრი კითხვები მოსდიოდა თავში.გულის სიღრმეში ხვდებოდა როგორი დამნაშავე იყო მის წინაშე.ხვდებოდა როგორ მოატყუა თავის თავი და ის ვინც ყველაზე ძალიან უყვარდა.ამ ფიქრებში ეძინებოდა ხოლმე მთელი დღის დაღლილს,დილით სამსახურში ადრიანად იყო წასასვლელი.

ცხოვრება კი მიდიოდა,თუმცა სწრაფად არა,მარა მაინც..




Friday, June 18, 2010

"Gloomy Sunday" by Rezso Seress

იყო ასეთი კომპოზიტორი Rezso Seress,რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ წარმატებისათვის მიეღწია. ის ძალიან ბევრს მუშაობდა და ამის გამო თავის "გოგოსთან" ხშირად მოსდიოდა კამათი,რაც საბოლოოდ მათი დაშორებით დასრულდა.ერთ წვიმიან დღეს Rezso–მ დაწერა კომპოზიცია "Gloomy Sunday",სიმღერა ძალიან სევდიანი მაგრამ სასიამოვნო გამოვიდა(ჩემი აზრით).

რამოდენიმე ხნის შემდეგ ერთერთმა პროდუსერმა იყიდა კომპოზიცია და ის მალე ჰიტი გახდა,შემდგომში კი "Gloomy Sunday"–ს რადიოთი გაჟღერება აიკრძალა. და თუ რატომ მოხდა ასე ახლავე გეტყვით.
მოკლედ მას შემდეგ, რაც რადიოში Seress–ის კომპოზიცია "დაატრიალეს" დაფიქსირდა რამოდენმე უცნაური თვითმკვლელობის ფაქტი,ეს თვითმკვლელობები უცნაური იმიტომ იყო რო მიზეზად "Gloomy Sunday"–ს მოსმენა სახელდებოდა.(კერძოდ კი,ეს ადამიანები თავის მოკვლამდე უსმენდნენ ან უკრავდენ ამ კოპოზიციას,უფრო ვრცლად ვიდეოში წერია )

სიმართლე გითხრათ არ ვიცი ეს ამბავი უბრალოდ დამთხვევაა თუ მისტიკა, მაგრამ მას საკმაოდ სევდიანი დასასრული აქვს: Seress–მა გადაწყვიტა თავის "გოგოს" შერიგებოდა,მაგრამ მან თავი მოიკლა(როიალზე "Gloomy Sunday"–ს ნოტები ედო)სიცოცხლე Rezso–მაც თვითმკვლელობით დაასრულა..

აი ეს კომპოზიციაც და რავი მე, რომ მოვუსმინე თავი არ მომიკლავს მგონი..





P.S აღარ ვაპირებ აწი ინფორმაციული პოსტების დაწერას,არაა ჩემი სტილი:))

P.P.S ხო,რაღათქმაუნდა,ჩემი აზრით:))

Friday, June 11, 2010

ბლოგის დიზაინი შევცვალე..

როგორიც მინდოდა ისეთი ვერაა მთლად, მაგრამ ცუდი არაა მგონი.ეს სურათი იმიტომ ავირჩიე, რომ, ჩემი აზრით, არის ამ სურათში რაღაც ნონ–კონფორმისტული.ყველა ერთი ფერის კვერცხი და ერთი გამორჩეული(ნონ–კონფორმისტი კვერცხი)რავი,მე მომწონს ეს დიზაინიც და ნონ–კონფორმიზმის იდეაც.