Tuesday, May 25, 2010

ოპერაცია "დამჯდარი" iPod-ი, ანუ 4 გასაოცარი "პირofვნება" . .

ამ "post" – ში გიამბობთ 4 ადამიანზე რომელთა "პირofვნება"–ც ძალიან მაკვირვებს.. მინდა გითხრათ რომ,ჩემს ცხოვრებაში ბევრი ასეთი "პირofნება" მინახავს უბრალოდ ყველას ჩამოთვლა,ჩემი აზრით,არცაა საჭირო, ეს ოთხიც საკმარისია (თან სიმართლე გითხრათ, ამ წუთას, ყველა არც მახსოვს). მოკლედ, აღარ "გავწელავ" შესავალს და პირდაპირ დავიწყებ მათ ჩამოთვლას და დახასიათებას. .

1. ყველაზე მტკივნეული თემით (მიწისქვეშა გადასასვლელებით) დავიწყებ. უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რო "მიწისქვეშაა" იცით ალბათ.სხვა გადასასვლელებისგან განსხვავებით, მანდ ყოველთვის "ჭედვაა" და თუმცა ფსლის სუნი არაა, მის ნაცვლად გულისამრევი ხაჭაპურის,ჰოთ–დოგის და დამწვარი ზეთის სუნია.უნიკალური რამეა რა:))ხოდა ერთ მშვენიერ მზიან დღეს გადავდივარ მაგ გადასასვლელში და შავ ღვინოში ალუბლების ბანაობის ხმა შემომესმა.(ბიჭები მღეროდნენ და გოგონები "საყვარლად ხუნტრუშობდნენ")მიუხედავად იმისა რო "მგზავრები"–ს შემოქმედება ორგანულად მეზიზღება,(ამის ჩემი მიზეზები მაქვს:)მაინც მაგრად გამიხარდა და მეც რაღაცნაირ ხუნტრუშის ხასიათზე დავდექი:)მარა ხო გაიგიგიათ ცხოვრებაზე: თაფლში მწარე ნღველს ურევსო რა,ზუსტად ეგრე იყო.:))უცებ წყევლის ხმაც გამოიკვეთა იმ ყაყანში(თქვენ დაწყდით და დამუნჯდითო:)მერე კიდე ერთი ყველაზე გაბედული "მესემიჩკე" კაცი მიიჭრა და მიახალა:

– "იცით რა შვილო მესმის რო თქვენ ერთობით და კაია მაგრამ,ჩვენ აქ ვმუშაობთ და თუ შეიძლება ხელს ნუ შეგვიშლით.."

ჩემდა გასაკვირად ისინიც გაჩერდნენ და "აიშალნენ". რატო იყო ამ ზემოთხსენებული "პირofვნება"– ის "მუშაობა" უფრო პრიორიტეტული ვიდრე მომღერალი ბიჭების და მოხუნტრუშე გოგოების გართობა ვერ მივხვდი.რავი,შეიძლება თქვენ ხვდებით. (დათა თუთაშხისი არ იყოს, არ იყო მაგი ჩემი საქმე და არ ჩავერიე მე(მეგრული კილოთი წაიკითხე:)მარა ნერვები?! ნერვები ხო მომეშალა?:( და ეს გასაოცარი "პირofვნება"–ც შეემატა ჩემ "პირofვნება"–ების გრძელ სიას..


2. ავტობუსით სახლში მივდიოდი და ერთერთ გაჩერებაზე ორი "ძველი ბიჭი" ამოვიდა.საუბედუროდ ჩემს უკან დაჯდნენ.ნუ საუბედუროდ იმიტომ რომ ტვინი წაიღეს რა:"ჩმი დედა.. ჩემი დედა.." მეგონა ესე გაგრძელდებოდა სანამ სახლამდე მივიდოდი, მაგრამ დაიღალნენ და საუბარი დაიწეს:

– გუშინ "პროფილს" უყურე შეჩემა?
–კი შეჩემა,სუროგატ დედებზე რო იყო ეგ ხო ჩემი დედა..
–ხო და მერე მანდ მამაო(მღვდელს გულისხმობდა) რო ყავდათ უსმინე რეები იბაზრა?
–კი ტო რაღაც თაობები ირევაო და ეგენიო, ხო? ჩემი დედა..
–ხო რა ეგ,მარა ბიჭო მე უფრო რა ვერ გავიგე იცი შეჩემა?
–რა შეჩემა?
–აი,ჩემი დედა.., ბიჭო ტიპს რო აგინებ რა, შენი გამჩენიო რა,იქნებ ეგ დედამისმა კიარა სუროგატმა გააჩინა რა შეჩემა და უნდა გაუვიდეს მამენტ?
–ვა რავი ტო..
–ხო აი მეც მაგაზე დავფიქრდი ჩემი დედა..

ასეთ ნოტაზე ჩავიდნენ და დამიტოვეს გულში დარდი:)


3. მეტროთი მგზავრობა არ მიყვარს(ძალიან დეპრესიული გარემოა) მაგრამ ხშირად მიწევს ხოლმე.ერთხელ ვზივარ მეტროში და ვაგონში შემოვიდა მხარზე გიტარ–გადაკიდული ბიჭი,ჩემი ყურადღება მიიქცია თავიდანვე, იმიტომ რომ, მაგრა მომეწონა შლაქსები(ისე ბიჭებს არ ვაკვირდები ხოლმე:)მოკლედ დაჯდა ეს ბიჭი და ცოტა ხანში წინ მჯდომ გოგონებს გაუბა ლაპარაკი.არ გამიგია რაზე ლაპარაკობდნენ, სანამ ბიჭმა არ ჰკითხა თქვენ რას უსმენთ გოგონებოო.ერთერთმა კი უპასუხა რუსულებსო(რა ჟანრია არ ვიცი ოღონდ)მოკლედ ასეთი დიალოგი გაიმართა:

– გოგონებო რა მუსიკას უსმენთ?

– მე "რუსულებს". . (მეორემ რა უპასუხა ვერ გავიგე,მემანქანემ "დააპიპინა" და:)

სიჩუმე. . (მეგონა ეს ბიჭი ეტყოდა ან "ააააააააააა"–ს, ან "უკაცრავად ეგ რომელი ჟანრია?არ გამიგია რაღაც". მაგრამ როგორც იტყვიან: "კეეეე კეოსკი")

– იცით რა, მე თქვენ ცხოვრებაში არ ვერევი მარა, რუსულები ცუდია,რატომ უსმენთ რუსულებს?(ძალიან დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რაც ყველაზე თავარია)

ისევ სიჩუმე. . (გოგო ძალიან დაიბნა არ იცოდა რა ეთქვა,უცებ მომინდა მეკითხა შენადა
Цой-ზე კარგად დაუკრავ/იმღერებ ოდესმე?კიარ მეკითხა, მეყვირა:)

–იცი რა, აი შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ ეგ იგივეა,რომ ვინმემ ვარდები გაჩუქოთ და თქვენ უთხრათ არა მე სარეველა ბალახები მირჩევნიაო(სიჩუმით ისარგებლა ბიჭმა და გააქტიურდა,თან გოგოს დაბნეულობამ თავდაჯერება გაუცამეტკეცა)

კვლავ სიჩუმე. . (გოგო აღფრთოვანებულია ბიჭის მჭერმეტყველებით და ხმის ამოღებას ვერ ახერხებს,მაგრამ ხვდება რომ არ უნდა გაჩუმდეს,რამე უნდა თქვას,სიჩუმე ჭიანურდება)

– და თქვენ რას უკრავთ?(უსმენთო ვერ აკადრა,მოერიდა მაინც.ხმაში აღტაცება იგრძნობა)

– მე ძირითადად "ძველებს". .(ჰოი საოცრებავ!არც ეს ჟანრი მქონდა განაგონი მანამდე:)

მორიგი სიჩუმე . . (ამ პასუხმა ისევ დააბნია გოგო და მორცხვად შეიშმუშნა)

–ნუ ძირითადად "ბიტლზებს" და "პინკ პლოიდზებს".(განუსაზღვრელი კმაყოფილება ხმაში)

მეგონა უკვე გავსკდებოდი ემოციებისგან, მაგრამ უცებ, ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი "სიმღერა" შემომესმა: "დიდუბე! კარები იკეტება შემდეგი სადგური.." სწრაფად ავდექი და უკანმოუხედავად წამოვედი,მერე მივხვდი, რომ კიარ მოვდიოდი, მოვრბოდი და ნერვიული სიცილი ამიტყდა..

fუუუუ რა სუნია,წამო რა ზემოდან..

გამარჯობა. .
თქვენი არ ვიცი მარა, მე ყოველთვის ვსარგებლობ მიწისქვეშა გადასასვლელით.
"აი თურმე ვინ ფსამს "მიწისქვეშა გადასასვლელებში?!" – პირველად თავში ეს აზრი მოგივიდათ ხომ?:))
არა,ჩემი ჰობი სულაც არ არის მიწისქვეშა გადასასვლელებში მოფსმა,უბრალოდ მე მათ დანიშნულებისამებრ ვიყენებ.თბილისის მიწიშქვეშა გადასასვლელებს(და არა მარტო მათ) სამწუხაროდ დაკარგული აქვთ თავის დანიშნულება,მაგრამ ეგ მგონი კიდე სხვა თემაა და ამიტომ "პირდაპი საქმეზე გადავალ":))
ალბათ იცით თავისუფლების მოედანიდან ერთი პატარა ქუჩა ადის(ლეონიძის ქ.) და ქვეშ არის ქვეითთა გადასასვლელი.ლეონიძე ძალიან ვიწრო ქუჩაა და ზემოდან გადარბენა დიდ "პრობლემას" არ წარმოადგენს,მაგრამ მაინც სულ "მიწისქვეშა"–თი გადავდივარ ხოლმე(რავი ჯერ ერთი ყველა ზემოდან გადადის და პროტესტის გრძნობა მიჩნდება.მე2 კიდე,ხომ არის "მიწისქვეშა" და ზემოთ რატომ უნდა ველოდო სანამ ვინმე გამიჩერებს მანქანას და გამატარებს?).თუმცა ეს ჩემი "ახირება" ცოტა ძვირად მიჯდება ხოლმე,იმიტომ რომ,გადასასვლელში ყოველთვის ძალიან მძაფრად იგრძნობა შარდის სუნი:) [სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო – ამ შემთხვავაზეა ზედგამოჭრილი] სულ ვფიქრობდა ალბათ "ბომჟები" ფსამენთქო,მარა ვაი რო ვცდებოდი:P
მოკლედ ერთ მშვენიერ მზიან დღეს მივდივარ საკრებულოში,ჩვეულებისამებრ ჩავირბინე "ლეონიძის მიწისქვეშაში" და რას ვხედავ:ახალგაზრდა გოგო დგას და თავის პირველკლასელ(ჩემი გამოთვლებით)ბავშს აფსმევინებს.ნუ აფსმევინებს რა, ეს ბავშვი არც ისე პატარა იყო თვითონ რო ვერ მოეფსა, მარა არც ისე დიდი, რო ეთქვა დედამისისთვის, მიწისქვეშა გადასასვლელი საზოგადოებრივი ტუალეტი არ არიო.საშინელ გუნებაზე დავდექი:(( მიუხედავად ამისა,ამ გოგოსთვის არაფერი მითქვამს [ბავშვის წინ არაფერი ვუთხარირავი.. ისე კი მაგრად შერცხვა მგონი და მე2დ მსგავს რამეს, იმედი მაქვს აღარ, გააკეთებდა]
მას შემდეგ რამდენჯერაც მანდ გადავდივარ ხოლმე,სულ ეს ამბავი მახსენდება.მაგ გოგოს თავი შეიძლება იმით გაემართლებინა,ბავშვია, ვერ მოითმინა და რა მექნაო.თან დააყოლებდა ერთი საზოგადოებრივი ტუალეტი მაინც დადგას ამ მთავრობამო(ნუ მერე რას გვიშვება მიშა და ასე შემდეგ ლა ლა ლა ლა)ჩემი არგუმენტი – რამდენი კაფეა მიმდებარე ტერიტორიაზე(ყველას აქვს ტუალეტი)ხომ შეეძლო იქ შეეყვანა?
აი აქ ჩნდება პრობლემა: "კი მაგრამ კაფეში მოსაფსმელად შესვლა ხო სირცხვილია?!მიწისქვეშა გადასასვლელებში მოფსმა კიდევ რა პრობლემაა,უff მანდ მაინც არავინ ჩადის კაცო."
არაფერიც,მე ჩავდივარ!
და გთხოვთ ნუ მოაფსმევინებთ ბავშვებს "მიწისქვეშაში" იმიტო რო მაგარი სუნია რა, ვა..

Tuesday, May 18, 2010

START..

გამარჯობა..
მოკლედ, ალბათ დაგაინტერესებთ რატომ მიწერია "Blog title" - ში <
ჩემი აზრით..> და საერთოდ რატომ გადავწვიტე ბლოგის შექმნა..
არ ვიცი თქვენ დაკვირვებიხართ თუ არა, რომ ჩვენი საზოგადოების წევრების 93 პროცენტმა(თუ მეტმა არა) სამწუხაროდ დაივიწყა,რომ ყველაფერი რასაც ადამიანი ამბობს მისი სუბიექტური აზრია,ან ვინმეს(ასევე სუბიექტურ) მოსაზრებას ემხრობა..რატომღაც ადამიანები სულ უფრო და უფრო იშვიათად ამბობენ: "ჩემი აზრით","მე ვფიქრობ","მათი აზრით","მისი აზრით" და ა.შ.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ბლოგი..
მინდა გავახსენო ადამიანებს, რომ ის რაც მე ნონსენსად მიმაჩნია, სხვისთვის შეიძლება ჭეშმარიტება იყოს ან პირიქით.. (ჭეშმარიტებაზე მსჯელობას აღარ გავაგრძელებ, მასზე სუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს,ამიტომ მგონი ჯობს ისევ საკითხს დავუბრუნდე)
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე რატომღაც მაკვირვებს ხოლმე ადამიანების რიტორიკული,დარწმუნებული საუბარი ისეთ თემებზე რომელებზეც დაუსრულებლად შეიძლება იკამათო მაგრამ ერთ კონკრეტულ აზრამდე ვერ მიხვიდე..
და მაინც,რატომ დაივიწყეს ადამიანებმა ეს სიტყვები?
ეს კითხვა დღეში 13 ჯერ მაინც მიტრიალებს ხოლმე თავში, და მიუხედავად იმისა რო რაღაც მოსაზრებები ჩამომიყალიბდა, პასუხი ღემდე ვერ გავეცი..
უმთავრეს მიზეზდ ის მიმაჩნია რომ ადამიანები სულ უფრო და უფრო ნაკლებს ფიქრობენ იმაზე რასაც ამბობენ,რის გამოც ავტომატურად ექცევიან მასობრივი აზრის გავლენის ქვეშ..ალბათ ლოგიკურია,რომ თუ ამა თუ იმ აზრის გაჟღერებისას, რომელიც მე არ მომსვლია თავში,არც სადმე ამომიკითხავს, არც სადმე მინახავს და ა.შ, არ ვიტყვი "ჩემი აზრით" – ს..
მაშინ საიდან მოსდით ადამიანებს თავში ასეთი აზრები?
რა ძალა აყალიბებს მათ ასეთ ურყევ პოზიციებს?(რომელთა გადახედვა და გადამუშავება კიარა,ხშირად გააზრებაც კი არ მოსდით თავში)
მეცნიერები ამ მოვლენას "მას კულტურით",მასობრივი აზრით,კონფორმიზმით და სხვათა მიზეზად მიიჩნევენ,მაგრამ მე თქვენი აზრიც მაინტერესებს და ძალიან გამიხარდება თუ გამაცნობთ..
ხო, არ იფიქროთ თითქოს გმოძღვრავთ ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ ძალიან მინდოდა ჩემი აზრი გამეცნო და თქვენიც მომესმინა..

P.S ხო,რაღათქმაუნდა,ჩემი აზრით.. :))