Tuesday, May 25, 2010

ოპერაცია "დამჯდარი" iPod-ი, ანუ 4 გასაოცარი "პირofვნება" . .

ამ "post" – ში გიამბობთ 4 ადამიანზე რომელთა "პირofვნება"–ც ძალიან მაკვირვებს.. მინდა გითხრათ რომ,ჩემს ცხოვრებაში ბევრი ასეთი "პირofნება" მინახავს უბრალოდ ყველას ჩამოთვლა,ჩემი აზრით,არცაა საჭირო, ეს ოთხიც საკმარისია (თან სიმართლე გითხრათ, ამ წუთას, ყველა არც მახსოვს). მოკლედ, აღარ "გავწელავ" შესავალს და პირდაპირ დავიწყებ მათ ჩამოთვლას და დახასიათებას. .

1. ყველაზე მტკივნეული თემით (მიწისქვეშა გადასასვლელებით) დავიწყებ. უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან რო "მიწისქვეშაა" იცით ალბათ.სხვა გადასასვლელებისგან განსხვავებით, მანდ ყოველთვის "ჭედვაა" და თუმცა ფსლის სუნი არაა, მის ნაცვლად გულისამრევი ხაჭაპურის,ჰოთ–დოგის და დამწვარი ზეთის სუნია.უნიკალური რამეა რა:))ხოდა ერთ მშვენიერ მზიან დღეს გადავდივარ მაგ გადასასვლელში და შავ ღვინოში ალუბლების ბანაობის ხმა შემომესმა.(ბიჭები მღეროდნენ და გოგონები "საყვარლად ხუნტრუშობდნენ")მიუხედავად იმისა რო "მგზავრები"–ს შემოქმედება ორგანულად მეზიზღება,(ამის ჩემი მიზეზები მაქვს:)მაინც მაგრად გამიხარდა და მეც რაღაცნაირ ხუნტრუშის ხასიათზე დავდექი:)მარა ხო გაიგიგიათ ცხოვრებაზე: თაფლში მწარე ნღველს ურევსო რა,ზუსტად ეგრე იყო.:))უცებ წყევლის ხმაც გამოიკვეთა იმ ყაყანში(თქვენ დაწყდით და დამუნჯდითო:)მერე კიდე ერთი ყველაზე გაბედული "მესემიჩკე" კაცი მიიჭრა და მიახალა:

– "იცით რა შვილო მესმის რო თქვენ ერთობით და კაია მაგრამ,ჩვენ აქ ვმუშაობთ და თუ შეიძლება ხელს ნუ შეგვიშლით.."

ჩემდა გასაკვირად ისინიც გაჩერდნენ და "აიშალნენ". რატო იყო ამ ზემოთხსენებული "პირofვნება"– ის "მუშაობა" უფრო პრიორიტეტული ვიდრე მომღერალი ბიჭების და მოხუნტრუშე გოგოების გართობა ვერ მივხვდი.რავი,შეიძლება თქვენ ხვდებით. (დათა თუთაშხისი არ იყოს, არ იყო მაგი ჩემი საქმე და არ ჩავერიე მე(მეგრული კილოთი წაიკითხე:)მარა ნერვები?! ნერვები ხო მომეშალა?:( და ეს გასაოცარი "პირofვნება"–ც შეემატა ჩემ "პირofვნება"–ების გრძელ სიას..


2. ავტობუსით სახლში მივდიოდი და ერთერთ გაჩერებაზე ორი "ძველი ბიჭი" ამოვიდა.საუბედუროდ ჩემს უკან დაჯდნენ.ნუ საუბედუროდ იმიტომ რომ ტვინი წაიღეს რა:"ჩმი დედა.. ჩემი დედა.." მეგონა ესე გაგრძელდებოდა სანამ სახლამდე მივიდოდი, მაგრამ დაიღალნენ და საუბარი დაიწეს:

– გუშინ "პროფილს" უყურე შეჩემა?
–კი შეჩემა,სუროგატ დედებზე რო იყო ეგ ხო ჩემი დედა..
–ხო და მერე მანდ მამაო(მღვდელს გულისხმობდა) რო ყავდათ უსმინე რეები იბაზრა?
–კი ტო რაღაც თაობები ირევაო და ეგენიო, ხო? ჩემი დედა..
–ხო რა ეგ,მარა ბიჭო მე უფრო რა ვერ გავიგე იცი შეჩემა?
–რა შეჩემა?
–აი,ჩემი დედა.., ბიჭო ტიპს რო აგინებ რა, შენი გამჩენიო რა,იქნებ ეგ დედამისმა კიარა სუროგატმა გააჩინა რა შეჩემა და უნდა გაუვიდეს მამენტ?
–ვა რავი ტო..
–ხო აი მეც მაგაზე დავფიქრდი ჩემი დედა..

ასეთ ნოტაზე ჩავიდნენ და დამიტოვეს გულში დარდი:)


3. მეტროთი მგზავრობა არ მიყვარს(ძალიან დეპრესიული გარემოა) მაგრამ ხშირად მიწევს ხოლმე.ერთხელ ვზივარ მეტროში და ვაგონში შემოვიდა მხარზე გიტარ–გადაკიდული ბიჭი,ჩემი ყურადღება მიიქცია თავიდანვე, იმიტომ რომ, მაგრა მომეწონა შლაქსები(ისე ბიჭებს არ ვაკვირდები ხოლმე:)მოკლედ დაჯდა ეს ბიჭი და ცოტა ხანში წინ მჯდომ გოგონებს გაუბა ლაპარაკი.არ გამიგია რაზე ლაპარაკობდნენ, სანამ ბიჭმა არ ჰკითხა თქვენ რას უსმენთ გოგონებოო.ერთერთმა კი უპასუხა რუსულებსო(რა ჟანრია არ ვიცი ოღონდ)მოკლედ ასეთი დიალოგი გაიმართა:

– გოგონებო რა მუსიკას უსმენთ?

– მე "რუსულებს". . (მეორემ რა უპასუხა ვერ გავიგე,მემანქანემ "დააპიპინა" და:)

სიჩუმე. . (მეგონა ეს ბიჭი ეტყოდა ან "ააააააააააა"–ს, ან "უკაცრავად ეგ რომელი ჟანრია?არ გამიგია რაღაც". მაგრამ როგორც იტყვიან: "კეეეე კეოსკი")

– იცით რა, მე თქვენ ცხოვრებაში არ ვერევი მარა, რუსულები ცუდია,რატომ უსმენთ რუსულებს?(ძალიან დამაჯერებლად ლაპარაკობდა, რაც ყველაზე თავარია)

ისევ სიჩუმე. . (გოგო ძალიან დაიბნა არ იცოდა რა ეთქვა,უცებ მომინდა მეკითხა შენადა
Цой-ზე კარგად დაუკრავ/იმღერებ ოდესმე?კიარ მეკითხა, მეყვირა:)

–იცი რა, აი შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ ეგ იგივეა,რომ ვინმემ ვარდები გაჩუქოთ და თქვენ უთხრათ არა მე სარეველა ბალახები მირჩევნიაო(სიჩუმით ისარგებლა ბიჭმა და გააქტიურდა,თან გოგოს დაბნეულობამ თავდაჯერება გაუცამეტკეცა)

კვლავ სიჩუმე. . (გოგო აღფრთოვანებულია ბიჭის მჭერმეტყველებით და ხმის ამოღებას ვერ ახერხებს,მაგრამ ხვდება რომ არ უნდა გაჩუმდეს,რამე უნდა თქვას,სიჩუმე ჭიანურდება)

– და თქვენ რას უკრავთ?(უსმენთო ვერ აკადრა,მოერიდა მაინც.ხმაში აღტაცება იგრძნობა)

– მე ძირითადად "ძველებს". .(ჰოი საოცრებავ!არც ეს ჟანრი მქონდა განაგონი მანამდე:)

მორიგი სიჩუმე . . (ამ პასუხმა ისევ დააბნია გოგო და მორცხვად შეიშმუშნა)

–ნუ ძირითადად "ბიტლზებს" და "პინკ პლოიდზებს".(განუსაზღვრელი კმაყოფილება ხმაში)

მეგონა უკვე გავსკდებოდი ემოციებისგან, მაგრამ უცებ, ჩემი ერთერთი ყველაზე საყვარელი "სიმღერა" შემომესმა: "დიდუბე! კარები იკეტება შემდეგი სადგური.." სწრაფად ავდექი და უკანმოუხედავად წამოვედი,მერე მივხვდი, რომ კიარ მოვდიოდი, მოვრბოდი და ნერვიული სიცილი ამიტყდა..

No comments:

Post a Comment