Tuesday, May 18, 2010

START..

გამარჯობა..
მოკლედ, ალბათ დაგაინტერესებთ რატომ მიწერია "Blog title" - ში <
ჩემი აზრით..> და საერთოდ რატომ გადავწვიტე ბლოგის შექმნა..
არ ვიცი თქვენ დაკვირვებიხართ თუ არა, რომ ჩვენი საზოგადოების წევრების 93 პროცენტმა(თუ მეტმა არა) სამწუხაროდ დაივიწყა,რომ ყველაფერი რასაც ადამიანი ამბობს მისი სუბიექტური აზრია,ან ვინმეს(ასევე სუბიექტურ) მოსაზრებას ემხრობა..რატომღაც ადამიანები სულ უფრო და უფრო იშვიათად ამბობენ: "ჩემი აზრით","მე ვფიქრობ","მათი აზრით","მისი აზრით" და ა.შ.
სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ბლოგი..
მინდა გავახსენო ადამიანებს, რომ ის რაც მე ნონსენსად მიმაჩნია, სხვისთვის შეიძლება ჭეშმარიტება იყოს ან პირიქით.. (ჭეშმარიტებაზე მსჯელობას აღარ გავაგრძელებ, მასზე სუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს,ამიტომ მგონი ჯობს ისევ საკითხს დავუბრუნდე)
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე რატომღაც მაკვირვებს ხოლმე ადამიანების რიტორიკული,დარწმუნებული საუბარი ისეთ თემებზე რომელებზეც დაუსრულებლად შეიძლება იკამათო მაგრამ ერთ კონკრეტულ აზრამდე ვერ მიხვიდე..
და მაინც,რატომ დაივიწყეს ადამიანებმა ეს სიტყვები?
ეს კითხვა დღეში 13 ჯერ მაინც მიტრიალებს ხოლმე თავში, და მიუხედავად იმისა რო რაღაც მოსაზრებები ჩამომიყალიბდა, პასუხი ღემდე ვერ გავეცი..
უმთავრეს მიზეზდ ის მიმაჩნია რომ ადამიანები სულ უფრო და უფრო ნაკლებს ფიქრობენ იმაზე რასაც ამბობენ,რის გამოც ავტომატურად ექცევიან მასობრივი აზრის გავლენის ქვეშ..ალბათ ლოგიკურია,რომ თუ ამა თუ იმ აზრის გაჟღერებისას, რომელიც მე არ მომსვლია თავში,არც სადმე ამომიკითხავს, არც სადმე მინახავს და ა.შ, არ ვიტყვი "ჩემი აზრით" – ს..
მაშინ საიდან მოსდით ადამიანებს თავში ასეთი აზრები?
რა ძალა აყალიბებს მათ ასეთ ურყევ პოზიციებს?(რომელთა გადახედვა და გადამუშავება კიარა,ხშირად გააზრებაც კი არ მოსდით თავში)
მეცნიერები ამ მოვლენას "მას კულტურით",მასობრივი აზრით,კონფორმიზმით და სხვათა მიზეზად მიიჩნევენ,მაგრამ მე თქვენი აზრიც მაინტერესებს და ძალიან გამიხარდება თუ გამაცნობთ..
ხო, არ იფიქროთ თითქოს გმოძღვრავთ ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ ძალიან მინდოდა ჩემი აზრი გამეცნო და თქვენიც მომესმინა..

P.S ხო,რაღათქმაუნდა,ჩემი აზრით.. :))


2 comments:

  1. ramdenime uxesh gramatikul shecdomas tu ar chavtvlit, kargi dasawyisia :D:D

    uketesi iqneboda, facebook-is da im gitariani bichis magalitebic mogeyvana, meti tvalsachinoebistvis :P

    ReplyDelete
  2. თუ შეიძლება წინ ნუ უსწრებთ მოვლენებს:))

    ReplyDelete